რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა სოხუმთან უნდა შეეთანხმებინათ – აფხაზეთის ოპოზიცია

0
333
28 Views

როდესაც საუბარი მიდის ქვეყანაზე, რომელთანაც აფხაზეთი ომის მდგომარეობაშია, სოხუმის აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს. ასეთი განცხადება გააკეთა  აფხაზეთის „სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა ადგურ არძინბამ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

არძინბა ასევე უკმაყოფილოა, რომ ამ ფაქტს სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია. „არავინ ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც მსოფლიო სუპერსახელმწიფოა, ვინმესთან უნდა შეათანხმოს საგარეო პოლიტიკა , როდესაც საუბარია დასავლეთზე ან ჩინეთზე. მაგრამ როდესაც საუბარია ქვეყანაზე, რომელთანაც აფხაზეთი ომის მდგომარეობაშია, სოხუმის აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს. ჩვენი მხრიდან კი არანაირი რეაქცია არ არის, როდესაც რუსული ავიაკომპანიის საიტიდან აფხაზეთის სახელწოდება წაშალეს“, – განაცხადა არძინბამ.

არძინბა ამბობს, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებობს „სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულება, სადაც კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებაზეა საუბარი. აფხაზი ოპოზიციონერის თქმით, სოხუმის დე ფაქტო მთავრობა სახელმწიფო ინტერესების დაცვის ნაცვლად პირად გამდიდრებაზე და ოლიგარქების მომსახურებაზე ფიქრობს.

Cesko