“დიდი ხმაური იყო… 2 მიცვალებული ამოიყვანეს“ – საშინელი ტრაგედია, სვანეთში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

May 14, 23:44
0
307

„მიწა ჩამოწოლილა, დიდი ხმაური იყო… ტექნიკა მოვიდა, თხარეს და ამოიყვანეს 2 მიცვალებული“ – ამის შესახებ სვანეთის უბანში, ართვინის ქუჩის მოსახლეობა საუბრობს, სადაც ცოტა ხნის წინ, უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოებისას მთის მასა ჩამოწვა, ადგილზე ტექნიკა მივიდა და სწორედ მათი მეშვეობით მოხერხდა ტერიტორიის დასუფთავება და შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ამოყვანა.

დასახლებულ პუნქტში, უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა მთის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. სამუშაოების დროს მთა ჩამოიშალა და მუშები ჩამოშლილმა მიწის საფარმა იმსხვერპლა.

Cesko