ახლახანს ახალგარდა კაცი გარდაიცვალა

0
533
19 Views

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 33 წლის კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.

“გლოვობს ბათუმი. გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი, 33 წლის ჯიმკა შაქარიშვილი. ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ… მონატრებული შვილი… მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა, ჩვენო უკეთილშობილესო ჯიმკა. გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!

ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო… ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია. შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…

წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი დედა. სახლში შენს სურათებს, შენს დაცარიელებულ საწოლს უნდა ეალერსოს, შენთან ვერ მოფრინავს და ვერ გაგაცილებს უკანასკნელ გზაზე…

 

რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა ემიგრანტ დედას, რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა მყოლოდი, ჩემო სიცოცხლევ?
რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.
მეხის გავარდნას ჰგავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი.

გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის. როცა ჩამოვლენ, ცდილობენ გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი. შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს. წახვედი და დატოვე მონატრების დიდი ტკივილი. ვილოცებთ შენთვის, რათა ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული!”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში

Cesko