“გსურთ თუ არა უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს”- რა უპასუხა ტრამპმა CNN-თან ინტერვიუს დროს კითხვას (ვიდეო)

0
252
25 Views

აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს CNN-თან ინტერვიუს დროს ჰკითხეს, სურს თუ არა, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს.

„მე არ ვფიქრობ გამარჯვებასა და მარცხზე. მე იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა დალაგდეს სიტუაცია, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ამ ხალხის მკვლელობა. მინდა, რომ აღარავინ აღარ მოკვდეს“, – აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, საუბრები იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა, ართულებს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.

„მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ახლა არ უნდა განიხილებოდეს, ეს ისეთი საკითხია, რომელზეც სამომავლოდ უნდა იმსჯელონ. თუ იტყვი, რომ ის ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა. თუ ხალხი მის დასჯას მოინდომებს, ის კიდევ უფრო გაამძაფრებს ბრძოლას“, – განაცხადა ტრამპმა.

Cesko