„დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით… ეს ფოტო ნიკოს ბოლო კადრია“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

0
377
26 Views

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, უბრალოდ სრულიად უცხო ადამიანებო, ჩემი ტრაგედიის გამზიარებლებო, დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით( ჩემს ემოციებზე რა მოგიყვეთ) ამას რომ შემიცოდოთ იმისთვის არ ვწერ, მოგმართავთ იმისთვის რომ ერთად შევიცოდოთ ჩვენი შვილები, ევროპის ნაწილი კი არა მალე რუკაზე არ დავრჩებით როგორც ქვეყანა, ყველამ იცის რომ მე არანაირი პოლიტიკური მხარე არ ვარ, საკმარისად დაზარალდა ჩემი ოჯახი ყველა დროში, მაგრამ ეხლა შვილის ფაშისტურ დახვრეტაზეა საუბარი, რომელიც აგერ უკვე წელიწადი და რვა თვეა არ გამოუძიებიათ, ორი სულგაყიდული ახალგზარდის დაპატიმრება არ არის პასუხი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე, ჩემი შვილი არის პირველი ქართული სოციალური მედია პლათფორმის ფიდსის შემქმნელი, ახალგაზრდა ბიზნესმენი, ვითხოვ პასუხს ვინ და რატომ მომიკლა შვილი…
საკმარისი დრო გავიდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დასაკითხად, დააყენეთ შედეგი!!!
მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!!!
მზად ვარ თვითეული ახალგაზრდის სახლის კართან მივიდე გასისხლული საათით და არგუმენტირებულად ავუხსნა რომ იგივე ბედი ელით, სანამ თვითეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული!!!
გუშინ ერთ-ერთი ფბ მომხმარებელი წერდა და მახსენებდა ბრიუსელში მომხდარი ახალგაზრდის მკვლელობას, დიახ მაშინ მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე მის დასაცავად, სანამ იგივე განმეორებულა ჩვენს ქვეყანაში ველოდები რეაგირებას და თუ თქვენ ეს არ შეგიძლიათ მაშინ ვისაც შეუძლია მას ვანდოთ ეს საქმე!!!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
მესმის რომ სისტემამ სინდისის და კუჭის ძარღვი ძალიან “მიაჭეჭყა” ერთმანეთს, მესმის შიში სამსახურის დაკარგვისა მაგრამ ადამიანი სინდისია მერწმუნეთ და თქვით ადამიანებო სიმართლე, ვინც მკვლელი კაველაძის დაკითხვას შეესწარით!!! გამოაჩინეთ მისი დაკითხვის ოქმი!!
P.S. ეს ფოტო შეიძლება ითქვას ნიკოს ბოლო კადრია, 18 აგვისტო, საათი , როგორც ყველაზე საყვარელი აქსესუარი მაჯაზეა, მაშინ როცა ანას იუბილეს აღნიშნავდა სასტუმრო მწერლებში, ქვეყნის მტრები, მის მკვლელობას გეგმავდნენ
წ ა მ ზ ო მ ი ც ჩ ა ი რ თ ო“

Cesko