“დაიღუპა მძღოლის გვერდით მჯდომი ქალი, 14 წლის მოზარდი სიცოცხლისთვის იბრძვის”- ახლახან მომხდარი ავარიის დეტალები

0
870
24 Views

“გთხოვთ ილოცეთ 14 წლის ბიჭისთვის” – წერს ხონის ფორუმში ოჯახის ახლობელი, რომელიც ქუთაისი-ხონის გზაზე მომხდარი ავარიის დეტალებს ყვება. მისი ინფორმაციით  დაღუპულია მსუბუქ ავტომობილში მძღოლის გვერდით მჯდომი ქალი, ხოლო 14 წლის მოზარდი  ამჟამად სიცოცხლისთვის იბძვის.

მისივე თქმით  მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მეორე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ირკვევა მიკრო ავტობუსში მყოფი ადამიანებიდან არავინ დაშავებულა.
გარდაცვლილი გოგონას ვინაობა ცნობილია , “ჩემო ბავშვობავ ძალიან მენანები”  – წერს გარდაცვლილის ბიძაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ხონი-ქუთაისის გზაზე მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, მიკრო ავტობუსს დაეჯახა.  თვითმხილველების თქმით გარდაცვლილია გოგონა, ხოლო ორი ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. შემთხვევა გუშინ მოხდა.

განახლება:

ახლახანს ხდება ცნობილი, რომ ავარიის დროს დაშავებული, კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

Cesko