37 Views
ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის, – ამის შესახებ ილიაუნის ლექტორი, გიგი თევზაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დამტკიცებულია, რომ ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო, ამიტომ ქელეხით და სასაფლაოზე სმა-ჭამით, საზოგადოება მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს ასრულებს.
“ისევ ტრადიციების შესახებ:
ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის:
ადამიანის ძალიან ძველი ქცევის რიტუალიზაციაა: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო (დამტკიცებულია).
ამიტომ, ქელეხით და სასაფლაოზე სმა-ჭამით ასრულებთ მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს.
სულებს რომ სასაფლაოზე არაფერი ესაქმებათ, ქრისტიანობის მიხედვით, ეგ ხომ ისედაც იცით.” – წერს თევზაძე Facebook-ზე.