საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა Ambebi.ge-სთან შვილის შესახებ ისაუბრა:
“სანდრა ჩემი რძალია და მისი შვილები – ჩემი შვილიშვილები (ერთი მათგანი – ჩემი მოსახელეა). ედუჩიც და ნიკოლოზიც ძალიან ნიჭიერები არიან, ედუჩი უფრო დინჯია, ნიკოლოზი უფრო ექსპრესიული და ქცევებით მამას ჰგავს. სანდრას ძალიან ვუყვარვარ,
ხშირად ვკონტაქტობთ. სანდრა ცდილობს, ნიკუშა ხშირად შემახვედროს და დიდი დრო გაატაროს ჩემთან. ედუჩიც რომ ჩამოდის, მასაც უშვებს ჩემთან, სახლში. სანდრას მშობლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ამასწინათ, მამამისი იყო ჩამოსული და
არაჩვეულებრივად ვუმასპინძლეთ. ყველამ თავისი ოჯახის საქმე თვითონ იცის, ვთვლი, რომ არ უნდა განსაჯო სიტუაცია. ის, რაც იცის ცოლმა და ქმარმა, არავინ იცის. მეც გავცილდი ცოლს, მაგრამ არავის ვაძლევ ჩვენს საქმეში ჩარევის უფლებას, დღემდე მარტო მან და მე ვიცით, რა მიზეზით მოხდა ეს.
სოფოს ბავშვი ძალიან საყვარელია, მართლა ძალიან ჰგავს მიშას. სხვათა შორის, მამას პალატაში ალისას სურათი უკიდია. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში… ვთვლი, რომ გოგონა ძმების გარემოცვაში უნდა გაიზარდოს. ასეთ საკითხებში საკმაოდ ლიბერალი და დემოკრატი ვარ. პატარ ალისას სიმღერა დაუწყია, დედის გენეტიკა, თორემ, აბა, მიშას სმენა არასდროს ჰქონია”, – ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.
წყარო:ambavi.club