20 Views
“რადიო თბილისის” მედია მენეჯერი, რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მასტერის ახალ სიმღერას ეხმიანება
მოვისმინე “მასტერის”სიმღერა, დღეიდან რადიო თბილისის FM93.5- ის ეთერში აღნიშნული “რეპერის” არცერთი სიმღერა აღარ გავა.
ყველა მომღერალი, ვინც “პოლიტიკურ” სიმღერებს მღერის და მხარს უჭერს შავ-ბნელ ძალებს, დიდი ხანია ჩახსნილია ეთერიდან, ერთ-ერთი ასეთია მაგალითად, “უცნობი”.
ჩემი უდიდესი პატივისცემა ლევან ბერძენიშვილს და ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს ☺️❤️
მე, როგორც მედია მენეჯერი, ვწუხვარ რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მიწევს… თუმცა მეგობრებო, არაა სიბნელეს! არა უმეცრებას! არა ასეთ მომღერალებს და მუსიკას.მადლობა ყურადღებისთვის.