1 ივნისიდან ამ ქუჩებზე მოძრაობის განსხვავებული წესები ამოქმედდება – დეტალები

0
205
21 Views

ცნობილია იმ 20 ქუჩისა და გამზირის დასახელება, რომელზედაც 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსი შეძლებს მოძრაობას.

საავტობუსე ზოლებში მოძრაობას შეძლებენ ის მძღოლები, რომელთა მანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს.

თბილისის მერიის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიწოდებულ ჩამონათვალში მოხვდა როგორც გარეუბნები, ისე ცენტრალური ქუჩები.

თამარ მეფის გამზირი; რუსთაველის გამზირი;პეკინის გამზირი;მოსკოვის გამზირი;გრიგოლ რობაქიძის გამზირი;ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი;ქეთევან დედოფლის გამზირი;ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი;ჯავახეთის ქუჩა;ვიქტორ კუპრაძის ქუჩა;სესილია თაყაიშვილის ქუჩა;ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი;გრიგოლ ორბელიანის მოედანი;მერაბ კოსტავას ქუჩა;ჟიული შარტავას ქუჩა;ანა კალანდაძის ქუჩა;მიხეილ თამარაშვილის ქუჩა;ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა;მირიან მეფის ქუჩა;პეტრე იბერის ქუჩა.

Cesko