“ერთი წუთით მეც დავიჯერე, რომ „ხალხის ძალის“ და კელი დეგნანის, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრის“ პოზიციები გადაიკვეთა და რომ მან „თვალი ჩაგვიკრა, მაგრამ ეგრევე მივხვდი – ხაფანგია!“

0
328
21 Views

ერთი წუთით მეც დავიჯერე, რომ ჩვენი, „ხალხის ძალის“ და კელი დეგნანის, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრის“ პოზიციები გადაიკვეთა და რომ მან „თვალი ჩაგვიკრა“, მაგრამ ეგრევე მივხვდი – ხაფანგია! გავაგრძელე ინტერვიუს კითხვა, და აი ისიც! დეგნანის საყვარელი სიტყვები: „ვიცი, რომ ამას რუსებისგან ქართველები ბევრი წლის განმავლობაში მიჩვეულები არიან, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ინტენსიურია. ბუნებრივია, რომ რუსეთს უნდა, საქართველო სუსტი იხილოს, დაყოფილი და ერთმანეთთან მოჩხუბარი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, კელი დეგნანი ცდილობს, სიტყვებით „რუსეთი“ და „რუსული“ გავლენა იქონიოს ქართველი ხალხის აზროვნებაზე და „ხალხის ძალის“ მორიგ ინიციატივას წინასწარვე დაარქვას სახელი.

„კოგნიტიური დისონანსი ზედგამოჭრილი ტერმინია – ზუსტად ამის მიღწევა სურს პროპაგანდას, რომელიც დღეს საქართველოს ბომბავს“ – ამით დაიწყო bm.ge-ის ერთ-ერთ კითხვაზე თავისი პასუხი კელი დეგნანმა. დაიწყო და გააგრძელა: „უნდა შემოიტანოს დაბნეულობა, გაფანტოს ყურადღება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერ გაარკვიონ, რა არის სიმართლე. ვერ გაარჩიონ ერთმანეთისგან ჭორი და მართალი, დეზინფორმაცია, რომელსაც წალეკილი აქვს დღეს საზოგადოება.“ ერთი წუთით მეც დავიჯერე, რომ ჩვენი, „ხალხის ძალის“, და კელი დეგნანის, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრის“ პოზიციები გადაიკვეთა და რომ მან „თვალი ჩაგვიკრა“: „ვიცი… გიმუშავიათ დეზინფორმაციასთან და „ფეიკებთან“ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებზე. მიდით, გზა ხსნილია“. მაგრამ ეგრევე მივხვდი – ხაფანგია! გავაგრძელე ინტერვიუს კითხვა, და აი ისიც! დეგნანის საყვარელი სიტყვები: „ვიცი, რომ ამას რუსებისგან ქართველები ბევრი წლის განმავლობაში მიჩვეულები არიან, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ინტენსიურია. ბუნებრივია, რომ რუსეთს უნდა, საქართველო სუსტი იხილოს, დაყოფილი და ერთმანეთთან მოჩხუბარი.“
„რუსები“, „რუსეთი“… და მივხვდი, ჩვენს მორიგ ინიციატივას რა ტერმინი ელის წინ (უკვე ერთგზის ესოდენ კარგად ცნობილი). ალბათ, თქვენც გამოიცანით. თუმცა რჩებოდა ერთი ალტერნატივაც, ჩვენს საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონოდა შემდეგი სათაური: „ქართული მედიასივრცის არარუსული, ანტირუსული და ჭეშმარიტად დასავლური სეგმენტის გარდა ყველა დანარჩენ საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციასთან და ფეიკებთან ბრძოლის შესახებ.“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Cesko