23 Views
ფინეთის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდებში ჩავიდა. ამის შესახებ Politico წერს.
როგორც გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტეს, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. როგორც მოსალოდნელია, რუტესთან შეხვედრას ბელგიის პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.
ამასთან, ზელენსკი ჰააგის სასამართლოში სიტყვით გამოვა.