178 Views
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ შემთხვევას 8 წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩას კვეთდნენ.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები არიან. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
წყარო: ambavi. club