155 Views
რუსეთში, ბრიანსკის რეგიონში რკინიგზის ლიანდაგზე მომხდარი აფეთქების შედეგად ლოკომოტივი რელსებიდან გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი თავის Telegram არხზე ავრცელებს.
„უნეჩსკის რაიონში, ბრიანკი-უნეჩსკის სარკინიგზო ხაზების 136 კილომეტრზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებლის ლოკომოტივი. არავინ დაშავებულა“, – წერს ის.
რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
 
		
 
      


![ჩვენი ახლო მეგობრების [პოლონეთის] გარდა არავის ესმის, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროკავშირშია და ევროპის ნაწილია- ზელენსკი](https://split.spnews.io/wp-content/uploads/2022/05/630_360_1653230584-828-100x70.jpg)
