რუსეთში ცნობილი მოდელიერი გარდაიცვალა

0
274
21 Views

ცნობილი რუსი მოდელიერი ვიაჩესლავ ზაიცევი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ზაიცევი მოსკოვის ოლქის ქალაქ შოლკოვოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიზეზი – შიდა სისხლდენა იყო.

ვიაჩესლავ ზაიცევი ცნობილი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გახდა. ის ერთ-ერთი პირველი საბჭოთა მოდელიერი იყო, რომელიც დასავლეთში აღიარეს. მას საფრანგეთში „წითელ დიორს“ უწოდებდნენ. 1979 წელს ზაიცევმა საკუთარი ატელიე გახსნა, რომელიც შემდეგ მოდის სახლი გახდა. ის იყო მრავალი კოსტიუმის ავტორი, მათს შორის საბჭოთა სპორტსმენებისთვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე.

Cesko