რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთის დაზვერვამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ალ-ყურეიში გაანეიტრალა

0
277
25 Views

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში დაჯგუფება „დაეშის“ ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიში მოკლა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეკომპანია „ჰაბერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია თურქეთის სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციის დროს მოხდა. გავრცელებული ცნობით, ოპერაცია თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ჯინდირესში ჩატარდა.

„ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს „დაეშის“ ე.წ. ლიდერს, კოდური სახელით აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიშის. ამას აქ პირველად ვამბობ. ეს ადამიანი ნეიტრალიზებულია სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ, 29 აპრილს ჩატარებული ოპერაციის დროს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ყოველგვარი გარჩევის გარეშე“, – აღნიშნა ერდოღანმა.

Cesko