რუსუდან შარაძე: მამაჩემი სწორედ იმისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით. ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ, მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები

0
419
21 Views

მამაჩემი, გურამ შარაძე სწორედ იმისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით. დღეს იშვიათად თუ გაიგონებთ მის სახელს, შევახსენებ ყველას, რომ ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ რუსუდან შარაძემ აქციაზე „მოვდივარ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გხედავთ აქ ყველას და ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. თავს უფლება მივეცი ერთადერთი მიზნის გამო, ყველას შეგახსენოთ, რომ მამაჩემი, გურამ შარაძე სწორედ ამისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით. დღეს იშვიათად თუ გაიგონებთ მის სახელს და მინდა, შევახსენო ყველას, რომ ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ. მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მამაჩემის დახვრეტიდან 16 წლის შემდეგ, ისევ ქუჩაში ვიქნებოდი, თქვენთან ერთად, ისევ იგივე მოთხოვნით.

მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, რადგან არ გვაქვს უფლება, ჩვენი შვილები, შვილიშვილები ასე არ უნდა გაიზარდონ. მათ უნდა ჰქონდეთ დრო, საშუალება, რომ განვითარდნენ, განათლება მიიღონ, წინ წავიდნენ და მოუარონ ამ ქვეყანას ისე, როგორც იმსახურებს და რაც ჩვენ ბოლომდე ვერ გავაკეთეთ. ბოლოს, უმორჩილესად მინდა, გთხოვოთ, მომეხმარეთ, რომ სიმართლე ყველგან მივიტანოთ. მე თქვენ გარდა არავინ მყავს, მხოლოდ თქვენი, ქართველი ხალხის იმედი მაქვს“, – განაცხადა შარაძემ.

Cesko