23 Views
თავდაცვის მინისტრი და მთავარსარდლის დედა – ორი მაროდიორი გვყავდა დეკლარირებული. ეს ფაქტია, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ აქციაზე „მოვდივარ“ გიული ალასანიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ქალმა ომში გაგვძარცვა, ეგ მაროდიორი ეგ. მაროდიორი ხარ, გიული, მაროდიორი! ომის დროს საქართველოში ერთი ნივთი არ მოუპარავს არავის არავისთვის. მაღაზიაში ერთი ბოთლი წყალი არ მოუპარია არავის. მთელი ქვეყანა ფეხზე იდგა. და ამ დროს თავდაცვის მინისტრმა გაგვძარცვა. მილიარდერი გახდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუსეთთან ომში გახდა მილიარდერი“, – განაცხადა ცაგურიამ.