ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს – როგორია მისი მდგომარეობა?

0
602
21 Views

ზუგდიდში, ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ამბობენ, მან შემოწმების სრული კურსი გაიარა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივების ცნობით, ის, სავარაუდოდ, 2 დღისაა. ცნობილია, რომ ბავშვი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს.

დედის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ის ორსულობასაც მალავდა.

ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯანმრთელია და ის ამ დროისთვის საავადმყოფოში შემოწმებებს გადის.

წყარო: “მთავარი არხი”

Cesko