ნიუ-ორლეანში სროლის შედეგად მიმტანი დაიღუპა, ხოლო ტურისტი დაიჭრა

0
197
19 Views

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ორლეანის ერთ-ერთ რესტორანთან სროლას მიმტანი ემსხვერპლა, ხოლო სროლის შედეგად ასევე დაიჭრა ტურისტი. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.

ადგილობრივმა სამართალდამცველმა მიშელ ვუდფორკმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ორმა თავდამსხმელმა მიზანმიმართულად დასაჯა მიმტანი.

„სროლამ შეშფოთება გამოიწვია ნიუ-ორლეანში, ქალაქში, სადაც ეკონომიკა ტურიზმზეა დამოკიდებული. ეს მოხდა ორკვირიანი ჯაზ ფესტივალის პირველ დღეს“, – წერს მედიასაშუალება.

მიმდინარეობს გამოძიება. დამატებითი დეტალები უცნობია.

Cesko