176 Views
რუსულმა ბანკმა “ტოჩკამ” მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციები ქართულ ლარში დაიწყო.
საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ქართული ვალუტის გაგზავნა საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში არის შესაძლებელი.
აღნიშნულია, რომ გარდა დოლარის, ევროსა და რუბლისა, რომლის გაგზავნაც ზოგიერთ ქართულ ბანკშია შესაძლებელი, საქართველოში ყველა ბანკში ანგარიშსწორება ლარშიც მოხდება.
„გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელთან შედარებით, 52%-ით გაიზარდა. ახლა რუსეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ამიტომ ჩვენთან ჩავუშვით ახალი ვალუტა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების ტენდენციას“ , – განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა ანა დავიდოვამ.