23 Views
წლების წინ სხვადასხვა ოჯახში გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ – ინფორმაციას imedinews ავრცელებს.
ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა.
გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ბოლოს ის მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტყუპების – ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ მაინც შეხვდნენ.
ფოტო: კახაბერ კუპატაძე