19 Views
ჩრდილოეთ ოსეთის და ინგუშეთის საზღვართან მდებარე სოფელში ოსებსა და ინგუშებს შორის მასიური ჩხუბი მოხდა, რომელშიც 50-ზე მეტი ახლგაზრდა მონაწილეობდა, დაშავებულია 11 ადამიანი. ინფორმაციას ren.tv ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ე.წ. „სტრელკა“ გაიმართა. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ჩხუბის მიზეზი ორ ახალგაზრდას შორის მომხდარი კონფლიქტი გახდა. ადგილზე უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიღებული.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნი რაიონში 1990-იანი წლების დასაწყისში ოსებსა და ინგუშებს შორისა რამდენიმე თვის განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა.