მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

0
210
33 Views

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.

კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება.

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს. ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.

Cesko