ცოტა ხნის წინ მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის საეგზარქოსოს ერთ-ერთი მღვდელმთავარი, არტემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“2023 წლის 22 აპრილს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის საეგზარქოსოს ერთ-ერთი მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი არტემი (კიშჩენკო)
⚜️ მეუფე არტემს 1996 წლის 4 თებერვალს დაასხეს ხელი ეპისკოპოსად. 2012 წლის 18 ივლისს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. 1996-2021 წლებში ის მართავდა გროდნენისა და ვოლკოვისის ეპარქიას.
🔸 მთავარეპისკოპოსი არტემი გახლდათ თეოლოგიის დოქტორი (სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2013 წლის 21 თებერვალს ვარშავის თეოლოგიურ ქრისტიანულ აკადემიაში), 2004-2014 წლებში იყო ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ინსტიტუტის დოცენტი. მეუფე არტემს სამ დღეში, 25 აპრილს, დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდებოდა.
✝️ მრავალმოწყალე ღმერთმა შეიწყალოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს ახალშესვენებულ მთავარეპისკოპოს არტემის უკვდავი სული და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ!”