22 Views
რუსეთმა შავ ზღვაში ორი წყალქვეშა რაკეტმზიდი შეიყვანა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„სამხრეთის თავდაცვის ძალების პასუხისმგებლობის ზონაში ვითარება კვლავ რთულია“, – განაცხადეს სამხედროებმა.
კერძოდ, მათი მონაცემებით, შავ ზღვაში რუსეთის გემების ჯგუფი 11 ერთეულისგან შედგება, მათ შორის არის 2 წყალქვეშა სარაკეტო მატარებელი, რომელიც აღჭურვილია კალიბრის 8 რაკეტით.
ვითარება ფრონტზე – უახლესი მონაცემები
საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ცნობით, „ვაგნერელებმა“ სავარაუდოდ დაიკავეს ქალაქის ცენტრში მდებარე რკინიგზის სადგური „ბახმუტ-2“.
ყველაზე ცხელი წერტილი ფრონტზე ახლა ქალაქი ბახმუტია.