უკრაინა სირიაში რუსულ ძალებზე თავდასხმას გეგმავდა – Washington Post

0
245
27 Views

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს სირიაში რუსული ძალების წინააღმდეგ თავდასხმის გეგმები ჰქონდა შემუშავებული, – ამის შესახებ The Washington Post-ი პენტაგონიდან გაჟონილ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ უკრაინა თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატებით გეგმავდა.

ასეთი ოპერაციებით უკრაინელ სამხედროებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ რუსეთს უკრაინიდან თავისი ძალების ნაწილი სირიაში გადაესროლა.

გაჟონილ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ განვითარდა დაგეგმვა და როგორ შეიძლება გაგრძელდეს ასეთი კამპანია, თუ უკრაინა მას გააცოცხლებს .

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოპერაცია პირადად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით დაიგეგმა და მას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები მხარს უჭერდნენ.

გარდა ამისა, უკრაინელმა ოფიცრებმა განიხილეს სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მომზადება, რათა მათ შემდგომში რუსულ სამიზნეებზე დარტყმა განეხორციელებინათ.

გასული წლის 29 დეკემბრისთვის უკრაინელმა ოფიცრებმა გაიგეს, რომ ზელენსკიმ ოპერაციის დაგეგმვა შეაჩერა. გაურკვეველია, რატომ უბრძანა ზელენსკიმ დაზვერვას, რომ შეეწყვიტათ დაგეგმილი ოპერაციები, მაგრამ გაჟონილ დოკუმენტში აღნიშნული ვარაუდით, ზელენსკის მიერ გადაწყვეტილების ცვლილება შესაძლოა, რამდენიმე მიზეზს უკავშირდებოდეს: აშშ-ის ზეწოლა, უკრაინის დრონების შეზღუდული რაოდენობა ან ეჭვი შეტევების წარმატებულობის შესახებ. კიდევ ერთი ფაქტორი კი შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ აღნიშნული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ყოფილიყო.

Cesko