სასტიკი მკვლელობა წლინახევრის შვილის თვალწინ… ნახეთ რა განაჩენი გამოუტანეს კაცს, რომელმაც საკუთარი ცოლი მოკლა

0
568
28 Views

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობისათვის, მის მეგობარ მამაკაცს 18 წელი მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
მოსამართლემ, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სრულად გაითვალისწინა.

თავად მსჯავრდებულმა, გამოძიების ეტაპზევე ბრალად შერაცხული ქმედებაში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო მისი დაცვის მხარემ, ყველა მტკიცებულება უდაოდ მიიჩნია.

შეგახსენებთ, მკვლელობა 2022 წლის 9 ოქტომბერს, თელავში მოხდა.

წყარო: პრაიმტაიმი

Cesko