მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, პენტაგონი მექსიკის ტერიტორიაზე ჯაშუშობით არის დაკავებული

0
232
21 Views

მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი აცხადებს, რომ პენტაგონი მექსიკის ტერიტორიაზე ჯაშუშობით არის დაკავებული. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მექსიკის არმიასა და საზღვაო ძალებს შორის დაძაბულობა იყო. ამის გამო მექსიკის პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს ინფორმაციის გასაიდუმლოება უბრძანა.

„ვაპირებთ, უკეთ დავიცვათ საზღვაო ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, ვინაიდნა პენტაგონის მხრიდან ჯაშუშობის სამიზნე გავხდით“, – განაცხადა ლოპეს ობრადორმა.

პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს აკავშირებს „ძლიერი თავდაცვითი პარტნიორობა“ მექსიკის არმიასა და საზღვაო ძალებთან. პენტაგონში ასევე აცხადებენ, რომ მექსიკისა და აშშ-ის თავდაცვის უწყებები ებრძვიან საერთო გამოწვევებს, თუმცა ამავე დროს იცავენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს.

7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს. FBI-მ საქმეზე გამოძიების ფარგლებში საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავა. მას ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის არასანქცირებულ შენახვა-გადაცემაში და საიდუმლო დოკუმენტებისა და მასალების არასანქცირებულ ამოღება-შენახვაში ედება ბრალი.

Cesko