მედიის ცნობით, ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დატოვებს

0
457
43 Views

ზაფხულში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დატოვებს, – ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ მამარდაშვილმა „ღამურებთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქართველი მეკარე ესპანურ კლუბს დატოვებს მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს თუ არა „ვალენსია“ ადგილს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მამარდაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ აკვირდებიან, „ლესტერის“ წარმომადგენლები კი ქართველი მეკარის აგენტს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ.

Cesko