„რუსეთის ეკონომიკა გადარჩა, სანქციებმა კი პესიმისტურ სცენარებს გადააჭარბა“ – ელვირა ნაბიულინა

0
214
21 Views

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ელვირა ნაბიულინას განცხადებით, 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა დასავლეთის სანქციებმა პესიმისტურ სცენარებს გადააჭარბა. ამის შესახებ სამთავრობო რუსული მედია წერს.

ნაბიულინა ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა გადარჩა.

„რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო სანქციების ასეთი გიჟური ზეწოლისთვის მომზადება, ჩვენთვის გარე პირობები განვითარდა ყველაზე პესიმისტური სცენარით, მაგრამ წინა წლების დაბალანსებულმა მტკიცე პოლიტიკამ და  კრიზისებთან გამკლავების გამოცდილებამ საშუალება მოგვცა ყველაფერს გავმკლავებოდით“, – განაცხადა ნაბიულინამ და თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ეფექტური რეაგირება მოახდინა.

ამასთან, ნაბიულინამ დასძინა, რომ რთულ პერიოდებში რუსეთის ეკონომიკამ და ფინანსურმა სისტემამ თავისი გამძლეობა აჩვენა.

Cesko