56 Views
თბილისში, ვარკეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შსს-ში, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კალოუბნის ქუჩაზე ავარია რამდენიმე საათის წინ მოხდა – შემთხვევას სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისივე ინფორმაციით, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, ხოლო შემდეგ იქვე მდგარ ბავშვს.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი მიიმალა.