26 Views
ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ელჩები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევასთან და დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს“, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ელჩებმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილი განაჩენი, 25-წლიანი პატიმრობა დაგმეს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.