33 Views
სოციალურ ქსელში უმშვენიერესი ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის კადრები ვრცელდება, რომელიც სიკვდილამდე სულ რაღაც რვა დით ადრეა გადაღებული.
ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით . 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია “ქართულ ფილმში”. გადაღებულია ფილმებში “შადრევანი”, “სიყვარული, ივერია და…”, “პეპელა”, “დიმიტრი II”, “სპირალი”, “უძინართა მზე”, “მხოლოდ ერთხელ” და სხვა. მან განსაკუთრებული პოპულარობა 1976 წელს გადაღებულ თენგიზ აბულაძის ფილმში “ნატვრის ხე” მარიტას როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი 57 წლის ასაკში მოულოდნჰელად გარდაიცვალა. ის ნათესავებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვნეს.
ვ ი დ ე ო
წყარო: newsline.ge