ახლახანს ცნობილი ბიზნესმენი გარდაიცვალა

0
1606
30 Views

საქართველოს დაჭრილ მეომართა ორგანიზაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს ქართველი დაჭრილ/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერის, ბიზნესმენ გიორგი წერეთელის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ, ჩვენი პარტნიორის ბატონი გიორგი წერეთელის გარდაცვალების გამო. ბატონი გიორგი ერთერთი პირველი იყო ბიზნესსექტორიდან, რომელმაც 2016 წელს, თავისი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გამოხატა სურვილი, მოკრძალებული წვლილი შეეტანა დაჭრილ/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერასა და თანადგომაში. ბატონმა გიორგიმ კომპანია Bongiorno • ბონჯორნოთი შესთავაზა დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული პირობებით მომსახურება და მათი ოჯახის წევრების დასაქმება კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე და არაერთი დაჭრილ/დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრი დასაქმდა კომპანია “ბონჯორნოში” 2016 წლიდან დღემდე. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას კომპანია “ბონჯორნოსთან” და იმ კეთილშობილ საქმეს, რომელსაც ბატონმა გიორგი წერეთელმა ჩაუყარა საფუძველი! “ – აღნიშნულია განცხადებაში.

Cesko