მამუკა არეშიძე: აღმოსავლეთ ევროპის სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან გარკვეული ურთიერთობების სისტემა შექმნა კეზერაშვილმა – იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოსთვის ნაყიდი იარაღი აღმოჩნდებოდა აფრიკის რომელიმე ქვეყანაში ან ირანში

0
239
28 Views

იარაღით ვაჭრობა ნაწილობრივ კანონიერია, რადგან ღიად ხდება იარაღის ვიღაცისთვის მიყიდვა, მაგრამ არის სქემები, როდესაც იმიტაცია იქმნება იმისა, რომ იარაღი იყიდება კანონიერად, თუმცა სინამდვილეში ეს არის უკანონო. საქართველოს მაგალითი ავიღოთ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებას, ბუკს ვყიდულობდით ოფიციალურად, არაფერი უკანონო არ იყო, ხარისხი იყო უკანონო, ცუდი ჩამოდიოდა ან იყიდებოდა მესამე მხარეს, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან გარკვეული ურთიერთობების სისტემა კეზერაშვილმა შექმნა.

„ამ სისტემის მიხედვით საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან იარაღი შემოდიოდა. ეს იყო საწყისი და პირველ რიგში, ეს იყო უკრაინული იარაღი. გახსოვთ ალბათ, უკრაინის რადამ სპეციალური კომისია შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორი ფორმით ხდებოდა ამ იარაღის მიწოდება. აქ იყო ლაპარაკი გაზრდილ ფასებზე, ხარისხზე და ბევრ სხვა რამეზე. მაშინ უკრაინელი დეპუტატები თვითონ იყვნენ კორუფციის მორევში, ამიტომაც არ მიეცა ამას შესაბამისი რეზონანსი, თუმცა შესაბამისი დასკვნა დაიდო. იარაღი, რომელიც აქ ჩამოდიოდა ზოგ შემთხვევაში იყო უხარისხო, ზოგ შემთხვევაში კი ძალიან გაზრდილი ფასებით იყო ნაყიდი. 2008 წლის ომის მონაწილე არტილერისტები მიყვებოდნენ, რომ მაგალითად, ბუკების ნაწილი იყო კარგი ხარისხი, მაგრამ ნაწილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, თუმცა ფასი გადახდილი იყო, როგორც სრულყოფილ პროდუქციაში. იყო ასევე სხვა შემთხვევები, როდესაც საქართველოსთვის ნაყიდი იარაღი აღმოჩნდებოდა მაგალითად, აფრიკის რომელიმე ქვეყანაში ან ირანში. იყო ასეთი შემთხვევებიც, შემოტანილი იყო უხარისხო იარაღი მაღალ ფასებში ან მესამე ქვეყნისთვის იყო მიყიდული. იყო ყალბი კონტრაქტების შემთხვევებიც, კერძოდ, ფული გადახდილი იყო, მაგრამ არაფერი იყო წამოსული. ოფშორულ სისტემაში არსებული ფირმები, რომლებიც უამრავია, მონაწილეობდნენ ამ სისტემაში საერთაშორისო თაღლითურ ოპერაციებში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იარაღით ვაჭრობაში.

კეზერაშვილი მოქმედებდა როგორც მთავრობის წევრი და რომ არ მიეცა სააკაშვილს ამის საშუალება, ვერ შეძლებდა. მაშინაც გამოდიოდა ხმები, რომ შიგნით გუნდის წევრებს შორის უკმაყოფილონი იყვნენ სააკაშვილის ამ არჩევანით, რომ მაინც და მაინც კეზერაშვილზე იყო გაკეთებული არჩევანი. როგორც მერე გამოირკვა ეს თანხა ხმარდებოდა პარტიას და არ არის გამორიცხული, რომ – თვითონ სააკაშვილის საჭიროებებს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

Cesko