ბიძინა გიორგობიანი: მოწამვლის შესახებ სტრატეგიამ არ იმუშავა და ახლა სააკაშვილისთვის სხვადასხვა პარტიული ფონდების ჯილდოების გადაცემა და მისგან დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანის შექმნა დაიწყეს

0
218
19 Views

ბიძინა გიორგობიანს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვამ ახალი სტრატეგია აირჩია. ამ თემაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მისი თქმით, ახლა ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა ახალი პიარ ფირმა აიყვანეს და მათი სტრატეგია სააკაშვილისთვის პარტიული ჯილდოების გადაცემას ეფუძნება.

„მოწამვლის შესახებ სტრატეგიამ ვერ იმუშავა და ახლა სხვადასხვა პარტიული ფონდების ჯილდოების გადაცემა, მისგან დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანის შექმნა დაიწყეს. ასეთი სტრატეგია აქვთ არჩეული, რომელსაც დიდი წარმატება არ ელოდება. მათი ყველა მოქმედება ხომ საზრდოობს ტყუილით, რაიმე ფაქტს არ ეყრდნობა. ცდილობენ შექმნან აღქმა, რაღაც პიარ-ბურუსი, ნისლი, სადაც ვერ გაიგებ სად არის სიმართლე. მაგრამ ეს სიმართლე და ფაქტები ისეთი რამაა, რომელიც დიდხანს არ იმალება, ისევე, როგორც კეზერაშვილის შემთხვევაში. კიევში ჰქონდათ ქოლ-ცენტრი, იქიდან აკეთებდნენ რაღაც შავბნელ საქმეს. ვისაც სჯერა, რომ კეზერაშვილი იყო ამ ყველაფრის ბოლო ინსტანცია, ძალიან ცდება და გარწმუნებთ, სულ ცოტა ხანში ნახავთ, რომ სააკაშვილის, მისი კიეველი მოკავშირეების, კეზერაშვილის, იქაური ქოლ-ცენტრების კიდევ ბევრი სქემა გაიშიფრება და გამოჩნდება“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

Cesko