ყველაზე მნიშვნელოვანი ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელია

0
463
22 Views

ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ადამიანებს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის და მიგვითითებს, რომ არ შეიძლება, ადამიანს მოსთხოვო ის, რაც მას არ გააჩნია ან არ ესმის. თუმცა აუცილებლად უნდა შეაფასოს და ყოველთვის გაითვალისწინოს ის, რაც აქვს, ანუ რაც წილად ერგო კოსმოსისგან დაბადების თვისა და წლის მიხედვით.

ქორწინების ხასიათი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კერძოდ, დაბადების მომენტზე, წელზე, საათზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე და ასე შემდეგ. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითადი მიმართულების განმსაზღვრელია, მაინც მეუღლეთა დაბადების წელია. ამის მიხედვით, აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები აღიქმებიან როგორც ძლიერი პიროვნებები, ქალები კი – კეთილშობილები. ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წელიწადში დაბადებული მამაკაცები, უცნაურები არიან, ხოლო ქალები – დამოუკიდებლები. კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებული მამაკაცები სიმშვიდით გამოირჩევიან, ხოლო ქალები – პრაგმატულობით. ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები ენერგიულები არიან, ქალები კი – მეომრული სულისკვეთებით ხასიათდებიან.

ყოველივე ამის მიხედვით კი, არსებობს რამდენიმე ჯგუფი:

1. სიყვარულის მაძიებლები და შემოქმედნი, ანუ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ვირთხის, გველეშაპის და მაიმუნის წლებში, ისინი ძალიან მოუსვენარნი და უცნაურები არიან. ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში. ხშირად სიყვარულში პრაქტიკულ და სასარგებლო რჩევებს იძლევიან. ამ დროს კი თავად სულაც არ ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან ლოგიკით. არასდროს აქცევენ ყურადღებას რჩეულის ეროვნებას, წლოვანებას და გარეგნობას. არასდროს ზღუდავენ საყვარელ ადამიანებს და სრულ თავისუფლებას აძლევენ. ამ წლებში დაბადებულ ადამიანებს ცოტა უჭირთ რეალურ ცხოვრებაში ორიენტირება, მაგრამ ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებს და სირთულეებს. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ბუნებით მშვიდები არიან და საკუთარ ნება-სურვილს ნელ-ნელა ახორციელებენ. თუმცა, ხშირად ისინი, საზოგადოების თვალში უნებისყოფო ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

2. მბრძანებელთა ჯგუფში ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებიც ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში არიან დაბადებულები. ისინი უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ უზომოდ აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ოჯახურ ცხოვრებაზე და რჩეულთან ურთიერთობაზე. მათ შეუძლიათ, იყვნენ რომანტიკულები, მუდმივად ამოუცნობები და იმავდროულად, ოპტიმისტები. ცდილობენ, თავის სასიკეთოდ „გადააკეთონ” საყვარელი ადამიანები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამ წლებში დაბადებული ადამიანების სასიყვარულო გზა დანაკარგებით და იმედგაცრუებებით არის სავსე.

ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებული ადამიანები რაინდების ჯგუფში ერთიანდებიან. მათთვის დამახასიათებელია სიმკაცრე, ხშირი კონფლიქტები და სასტიკი გამოხედვა. არ უყვართ გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. შეუძლიათ, თავი ნებისმიერ სფეროში გამოიჩინონ. უყვართ არაორდინარულ ადამიანებთან სასიყვარულო კავშირის დამყარება. ისინი საკუთარ რჩეულს ყოველთვის აღმერთებენ, სანაცვლოდ კი დიდ სითბოსა და ერთგულებას იღებენ. ამ წლებში დაბადებულები გამუდმებით ძიებაში არიან. სჭირდებათ საყვარელი ადამიანების მხრიდან სიყვარული და მხარდაჭერა.

4. კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებული ადამიანები იდუმალი სილამაზითა და შარმით გამოირჩევიან. მართალია, ისინი მუდმივად ადამიანების ბუნების შესწავლაში არიან, მაგრამ ნაკლებად ერკვევიან ფსიქოლოგიაში. არ შეუძლიათ, დიდი ხნით იწვოდნენ სიყვარულის ალით. თუმცა, საყვარელ ადამიანს ამას არ აჩვენებენ. პირად ცხოვრებაში და საქმეში წარმატებების მისაღწევად ყოველთვის ითვალისწინებენ გარშემო მყოფების აზრს და აინტერესებთ, რას ურჩევენ სხვები. ამიტომაა, რომ ამ წელში დაბადებულთა უმრავლესობა პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში წარუმატებლობას არ უჩივის.

წყარო: თბილისელები

Cesko