,,იოლი წარმოსადგენია, თუ რატომ არა ჰყავს ამ ქვეყანას დედა…!” – დემურ გიორხელიძე

0
3597
24 Views

,,ადრე, აი, როცა “ხალხი ბნელი” იყო და “უკუნი”, –
ისინი ნაკითხები იყვნენ და მონდომებულები
გადიოდნენ შემდეგ ეტაპებს:

ნაკითხობა – ინფორმაციის აკუმულირებე-რეფლექსია-
განათლებულობა-რეფლექსია-ინტენსიური პროფესიული
საქმიანობა-მეცნიერება და – რაღაც ეტაპზე, ეს ყველაფერი გადადიოდა იმაში, რასაც ც ო დ ნ ა ჰქვია!

ჰოდა, “ბნელი თუ არ ხარ”, ამ გზაზე რატომ უნდა შედგე, ჰა?! 🙂

ახლა – “დაგუგლე” და “დაგუგლული იქნებ”
და არიან კიდეც!

p.s.
შემთხვევით არ ვწერ, რაც დავწერე!

ამას წინათ საჯარო ლექციისას

[იმ მთავარ ფაქტორზე ვსაუბრობდი, რამაც მდიდარი გახადა ქვეყნები და განავითარა და ავითარებს!
ამის განმაპირობებელი ერთადერთი ფაქტორი –
ეს არის საზოგადოებაში ცოდნის მარაგის დონე
და მისი ზრდის ტემპი],

ერთმა სტუდენტმა მკითხა,
რომელმაც მითხრა რომ “IT-სპეციალობაზე” სწავლობს
და როცა ადამიანური კაპიტალი ვახსენე, –

“მოძველებული ხომ არაა ადამიანურ კაპიტალზე საუბარი?”

[ანუ იმაზე, რაც ადამიანს უკეთესს ხდის, განათლების, ცოდნის დაუფლების, პროფესიულ საქმიანობაში სწავლების და ა.შ. გზით]

რა საჭიროა ცოდნა, დავგუგლავ და ყველაფერს ამომიგდებსო.” 🙁

როცა მე ვუთხარი, რომ უსაშველოდ ზერელე წარმოდგენა
აქვს და “დაგუგლვა” სულაც არ ნიშნავს, რომ იმას, რასაც
დაგუგლავ, გაიგებ და გეცოდინებათქო, – ვერაფერი
მითხრა!

მისი ბრალი არ არის!
ეს სისულელე ვიღაც “პროფესორმა” “ასწავ;ლა” აშკარად!

სტუდენტისგან გასაკვირი რა არის, როცა

საქართველოს განათლების მინისტრი ჰყავდა –
ვიღაც რეგვენი ჯეჯელავა, ისიც გუგლაობდა და
გუგლაობისკენ მოუწოდებდა ახალგაზრდებს!

ახლახან ერთმა ნაცნობმა ჯეჯელავას შედევრი
გამომიგზავნა, – “გენზეტებზე” (ეს სიტყვა გამოიყენა)
საუბრობდა: ამ ახალ თაიობა მეხსიერება რად უნდაო,
დაგუგლავს და იქაა ყველაფერიო.

და თქვენ წარმოიდგინეთ,
ასეთ ყვერს რაღაც “სატრენინგო-სასწავლო ცენტრი”
ჰქონია გახსნილი და ყველა სახელმწიფო დაწესებულება
თუ ეკონომიკური ორგანიზაცია (სახელმწიფოს
საკუთრებაში მყოფი) ყველაქ მასთან “ანათლებს” თავის
თანამშრომლებს!

🙂 იოლი წარმოსადგენია, თუ რატომ არა ჰყავს ამ ქვეყანას დედა…!

ზერელობამ, პროფანაციამ და ფულის შოვნამ გამოხრა ამ
ჩინოვნიკებისა და მათი მფარველობით გაზულუქებული “დიდი მენეჯერები”.

მაყუთი არ მოაკლოთ ამ ყვერს თქვე მართლა მისნაირებო!”

 

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში; სოციალური ქსელი

Cesko