23 Views
ვარკეთილში გუშინ, 9 აპრილს მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება გუშინ საღამოს მომხდარ საზარელ დანაშაულს – კორპუსის ეზოში მეგობრებს შორის დაწყებული ქეიფი სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.