ლელა კაკულია სოციალურ ქსელში წერს:
“მივმართავ ჩემს ქართველებს: თქვენ ძალიან იოლად შეგიძლიათ დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი, რასაც ვამბობ და ვწინასწარმეტყველებ, სიტყვა-სიტყვით სრულდება. გაზეთის ყოველ ნომერში გამცნობთ ხოლმე ასრულებული წინასწარმეტყველებების შესახებ და მათზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვიდეთ მარტივ ჭეშმარიტებამდე: რახან ყველა ხედვა აქამდე ასე ზედმიწევნით სრულდებოდა, ამის შემდეგაც ასევე ზედმიწევნით ასრულდება და ამ ქვეყანას ბრწყინვალე პერიოდი დაუდგება უკვე მალე. ხოლო კიდევ უფრო შორ მომავალში უზარმაზარ და უძლიერეს სახელმწიფოდ იქცევა.რაც მთავარია, პოლიტოლოგ-პოლიტიკოს-ექსპერტებმა ძალიან კარგად იციან, რომ სიმართლეა ის და მოხდება მხოლოდ ის, რასაც მე ვამბობ, მაგრამ კატასავით ზურგზე არ ეცემიან. თუმცა კოსმოსმა უკვე ჩაუგდო კიდეც ენები მათ. არადა, როცა ნიღაბი ავხადე, უცებ გამომაცხადეს ხან ვის აგენტად და ხან ვის დამცველად. ვინ ვინ არის სინამდვილეში, უკვე გამოჩნდა და კიდევ უფრო გამოჩნდება”