33 Views
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს ოფიციალურად წაუყენა ბრალი ჯაშუშობაში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გერშკოვიჩი ბრალს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთში ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. სისხლის სამართლის საქმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ დაადეს.
ჟურნალისტის დაკავების შესახებ 30 მარტს გახდა ცნობილი. გამოძიების ვერსიით, გერშკოვიჩი აშშ-ს რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის შესახებ საიდუმლო მასალებს გადასცემდა. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.