რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს ზეწოლა, აიძულოს უკრაინა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს – ISW

0
314
39 Views

რუსეთი ემზადება საინფორმაციო კამპანიის ახალი ეტაპის დასაწყებად, რათა გაზარდოს ზეწოლა დასავლეთზე და აიძულოს უკრაინა მოლაპარაკებაზე მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით, – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები იუწყებიან.

ანალიტიკოსების ცნობით, კერძოდ, ანკარაში (თურქეთი) ვიზიტის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უარს არ იტყვის მოლაპარაკებებზე, თუ ისინი არ გაითვალისწინებენ მოსკოვის „ლეგიტიმურ“ ინტერესებს.

მან, ასევე, მიანიშნა დასავლეთს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ისინი რუსეთს ზიზღით ეპყრობოდნენ და კვლავ ახსენებდა უკრაინის „დენაციფიკაციის“ და „დემილიტარიზაციის“ მნიშვნელობას.

ანალიტიკოსების ცნობით, სავარაუდოდ, მოსკოვი აპირებს გაზარდოს საინფორმაციო ზეწოლა, რათა კვლავ შეეცადოს უკრაინას თავისი სამშვიდობო პირობები დაუწესოს შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის წინა დღეს.

„უკრაინაში ახალი ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის შიშმა უკრაინის მოსალოდნელი მომავალი კონტრშეტევის დროს შეიძლება აიძულოს კრემლი გაააქტიუროს მიმდინარე საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთს აიძულოს უკრაინას შესთავაზოს მოლაპარაკებები რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით“, – აცხადებენ ექსპერტები.

Cesko