19 Views
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ლელოს“ დეპუტატ სალომე სამადაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქაჯი და არარაობა უწოდა.
„ქაჯი და არარაობა – სალომე სამადაშვილი. სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების მეგის ქარდავას და კასტილიანი კაცის თანამოაზრე, გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილების, თეთრაძის მკვლელობის თანამონაწილე, “ენმ”-ს კადრი 20-წლიანი სტაჟით… ქაჯი და არარაობა! როგორ ზუსტად აღწერა საკუთარი პორტრეტი საჯარო პოლიტიკაში. ასეთ გამჭვირვალობას დეპუტატ სამადაშვილისგან არ ველოდი“, – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.