ქართველი მოსწავლე, ლიზი დარჩია MIT (Masatchuses Institute of Technology) – ში სრული დაფინანდებით ჩაირიცხა

0
627
31 Views

ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი მოსწავლე, ლიზი დარჩია MIT (Masatchuses Institute of Technology) – ში სრული დაფინანდებით ჩაირიცხა.

„ ლიზი დარჩიას წარმატება!
⏩ჩვენი სკოლის წარმატებული მოსწავლე ლიზი დარჩია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტის – MIT (Masatchuses Institute of Technology) სტუდენტი გახდა!
ლიზიმ სრული დაფინანსება -340 000 დოლარი მოიპოვა და მომავალი წლიდან ბიომედიცინის ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას.
⏩გასულ წელს ლიზი დარჩია, როგორც ასისიტის პროგრამის გამარჯვებული გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე-12 კლასში სწავლობდა ერთ- ერთ საუკეთესო სკოლაში – Phillips Exeter Academy, სადაც უმაღლესი ქულების მოპოვება შეძლო ყველა მიმართულებით და ჩართული იყო სხვადასხვა აქტივობებში.
⏩ლიზი იყო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრი და 2022 წელს აიღო ბრინჯაოს მედალი. ასევე წარმატებით იასპარეზა ქიმიის საერთაშორისო ტურნირზე და ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე. მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო კვლევებში და კონფერენციებში. ასევე არის გაეროს ახალგაზრდული კონფერენციების მრავალგზის დელეგატი.
ვულოცავთ ლიზის ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს! “ , – აღნიშნულია სკოლის ოფიციალურ გვერდზე.

Cesko