„დემოკრატი“ კონგერესმენი, ალექსანდრა ოკასიო-კორტესი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს კონსერვატორი მოსამართლის, კლარენს ტომასის იმპიჩმენტს ითხოვს და მას ბრალს კორუფციაში სდებს.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, კლარენს ტომასმა არ გაამხილა ძვირადღირებული საჩუქრები, რომლებიც მან „რესპუბლიკელი“ მილიარდერისგან, კონსერვატიული ორგანიზაციების დონორისგან, ჰარლან ქროუსგან მიიღო.
„ეს [საკითხი] პარტიას ან პარტიულობას სცდება. კორუფციის ეს ხარისხი შოკისმომგვრელია – თითქმის კარიკატურულია. ტომასის იმპიჩმენტი უნდა მოხდეს. დრამატული ცვლილებების გამოკლებით, რობერტსის [აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე] სასამართლო ცნობილი იქნება ამით: მის რიგებში კორუფციით, დემოკრატიის ეროზიითა და ადამიანის უფლებების დარღვევით“, – აღნიშნა კონგრესმენმა ოკასიო-კორტესმა.