მიუღებელია კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, თბილისს მეორე ფრონტი გაახსნევინოს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

0
315
29 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი განცხადება გაავრცელა.

უწყების თქმით, „კოლექტიური დავალეთი“ საქართველოზე ზეწოლით ცდილობს ომი ამიერკავკასიაში გადმოიტანოს.

„ცალ-ცალკე ხაზი გაუსვეს „კოლექტიური დასავლეთის“ მიმდინარე მცდელობების მიუღებლობას, გადაიტანოს უკრაინიდან ამიერკავკასიაში კონფრონტაციის ლოგიკა, რაც გამოიხატება პროვოკაციულ მოწოდებებში თბილისის მიმართ, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ასეთი საშიში განცხადებები მოითხოვს სწრაფ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და მათ მიერ წარმოდგენილ ორგანიზაციებისგან“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართული მხარე წარმატებით უმკლავდება ამ ზეწოლას და “შედეგად, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა რაიონში ვითარება შედარებით მშვიდი რჩება. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. ჟენევის პლატფორმის მუშაობაში პაუზის მიუხედავად, შესაძლებელი იყო დიალოგის შენარჩუნება მოლაპარაკებების სხვა ხაზებით, მათ შორის „ცხელი ხაზებით“ და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში” .

Cesko