“დიდი მუსიკოსი დავკარგეთ…” – ნიკოლოზ რაჭველი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს

0
1245
23 Views

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„93 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი ლევ მარკიზი. მან თავისი ცხოვრების საკმაოდ სოლიდური ნაწილი საქართველოში საორკესტრო ხელოვნების განვითარებას დაუთმო და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საქმეში.

ჩემთვის კი ლევ მარკიზი აგრეთვე იყო ჩვენი ორკესტრის გულშემატკივარი, გია ყანჩელის უძვირფასესი მეგობარი და ჩემი საყვარელი კოლეგის ბენჟამენ გილმორის ბაბუა. უამრავმა მრავალფეროვანმა მოგონებამ გაირბინა ახლა ჩემს გონებაში…

ლევ მარკიზი ბოლო წლებში FB-ის აქტიური მომხმარებელი იყო და სოციალური ქსელის საშუალებით თავის მსმენელთან ურთიერთობას შინიდან აგრძელებდა. უკვე ძალზე ავად მყოფი ერთ-ერთი ბოლო სტატუსით ბელგიიდან (მარტის მოვლენების დროს) კვლავ ჩვენ გამოგვეხმაურა და გვერდით დაგვიდგა.
ამისთვისაც და მისი განუზომელი ამაგისთვის დიდი მადლობა მაესტროს! მშვიდად განისვენოს და მარადიული ხსოვნა იყოს მისი სულისა“,- წერს ნიკოლოზ რაჭველი.

Cesko