„ეს იყო აბსოლუტურად იაფფასიანი ფიასკო” – რას წერს ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის ირგვლივ დატრილებულ ამბავზე?

0
309
41 Views

“ბრა­ვო რე­კორდსის” პრე­ზი­დენ­ტი ზაზა შენ­გე­ლია ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლას ამე­რი­კუ­ლი მე­გაპ­რო­ექტ “American Idol”-ში ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის მე­წყვი­ლე ქალ­მა კა­რი­ნა დე ან­ჯე­ლომ სპე­კუ­ლა­ცი­ას მი­მარ­თა, მიხ­ვდა რა, რომ ნუცა მას ყვე­ლა სა­კონ­კურ­სე პა­რა­მეტ­რით აღე­მა­ტე­ბო­და.

“ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა “ჰო­ლი­ვუდს ცრემ­ლე­ბის არ სჯე­რა”…

რო­გორც სხვა ამე­რი­კულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში, ასე­ვე “American Idol”-ში ხში­რად მი­ნა­ხავს, როცა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ სთო­რის (ამ­ბა­ვის) შექ­მნას თა­ვის გარ­შე­მო, იმ მიზ­ნით, რომ მი­ი­პყრონ ჟი­უ­რის და მა­ყუ­რებ­ლე­ბის მხრი­დან თა­ნაგ­რძნო­ბა (ხან­და­ხან ეს თა­ვის შე­ცო­დე­ბის გზით ხდე­ბა) და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მხარ­და­ჭე­რაც.

სამ­წუ­ხა­როდ, გუ­შინ სა­ღა­მოს ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია ABC-ის ეთერ­ში, ნუ­ცას მე­წყვი­ლე – კონ­კუ­რენ­ტის, კა­რი­ნა დი­ან­ჯე­ლოს ანა­ლო­გი­უ­რი მცდე­ლო­ბა იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი და თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ფი­ას­კო. ის გრძნობ­და, რომ ვო­კა­ლით და ბევ­რი სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, ნუცა მას აშ­კა­რად და ბევ­რად აღე­მა­ტე­ბო­და და ამის გამო სპე­კუ­ლა­ცია გა­და­წყვი­ტა, რის გა­მოც და­ტო­ვა კონ­კურ­სი.

დღეს დი­ლით, “American Idol”-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­ვე­ცა­ნი ამე­რი­კე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­ბედ­ნი­ე­როდ (ნამ­დვი­ლად გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და სხვაგ­ვა­რად რომ ყო­ფი­ლი­ყო), უმე­ტე­სო­ბა ნუ­ცას უცხა­დებს მხარ­და­ჭე­რას, რო­მელ­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და უაღ­რე­სად ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცა კონ­კურ­სის ამ ეპი­ზოდ­ში, უკვე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ნუ­ცამ თა­ვი­სი გა­მოს­ვლით აშ­კა­რად და­ჯაბ­ნა მე­წყვი­ლე-კონ­კუ­რენ­ტი”, – წერს ზაზა შენ­გე­ლია.

Cesko