ყირიმს რომ დავიკავებთ, ქერჩის ხიდს გავაუქმებთ – პოდოლიაკი

0
495
25 Views

ყირიმიდან რუსეთში შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ მოსკოვთან მოლაპარაკება შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევა შეიძლება იყოს საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე.

„მე არ გამოვრიცხავ ასეთ ვარიანტსაც, რომ რუსები საკუთარი ნებით და ბრძოლის გარეშე, დიპლომატიურად ტოვებენ ყირიმს. შესაძლებელია ეს თუ არა? კი, თუ ამაზე შეთანხმება მოხდება, ჩვენ შეგვიძლია 2-3 დღე მივცეთ, რომ ჯარი გაიყვანონ და ის ხალხიც უნდა წავიდეს, ვინც ყირიმის ოკუპაციის შემდეგ იქ უკანონოდ დასახლდა და იქ მანამდე მცხოვრები ადამიანების ქონება მიითვისა“ – განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ ქერჩის ხიდის დემონტაჟი განხორციელდება. მისივე თქმით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების თემა შეძლება იყოს კომპენსაცია განადგურებული ინფრასტრუქტურისთვის, სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული პირების გასამართლება, ასევე 100-კმ-იანი დემილიტარიზებული ზონის შექმნა, სადაც კრემლი შეიარაღებას და ცოცხალ ძალას ვერ განათავსებს.

ცნობისთვის, ექსპერტები აპრილში უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან შეტევას ელოდებიან. შეტევის რამდენიმე ვარიანტი არსებობს – ერთის მიხედვით, დარტყმა მელიტოპოლზე განხორციელდება აზოვის ზღვაზე გასვლით და შემდეგ ყირიმამდე მისვლით და შეტევის ყირიმში გაგრძელებით. მეორე ვარიანტია გააქტიურება დონეცკის მიმართულებით, რუსეთში საზღვარზე გასვლა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან და მთელი იქ მყოფი დაჯგუფების ალყაში მოქცევა. ამჟამად უკრაინული ძალები ტექნიკას და ცოცხალ ძალას ამ კონტრშეტევისთვის ამზადებენ.

Cesko